სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    05.12.2019

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და ანდრეი რუდენკოს შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს.

    „განხილულ იყო რუსულ-ქართული ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები. რუსული მხრიდან დადასტურდა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციაში დაინტერესება, ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის ჩათვლით. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში გამოავლინონ უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომა რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.

    საქართველოში არსებული სიტუაციის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ მოსკოვში იქ მიმდინარე მოვლენები განიხილება, როგორც ამ ამიერკავკასიის სახელმწიფოს შიდა საქმე. რუსეთი პრინციპულად თავს იკავებს სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. ჩვენ დაინტერესებულები ვართ მშვიდობით და სტაბილურობით საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონში", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×