სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2019

      საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრატისლავაში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალზე, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ქართველ ჟურნალისტებს ესაუბრა.

    ზალკალიანის თქმით, მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრაზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი განხილვის მთავარი თემა იყო. ზალკალიანი ამბობს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტაში მთელი საერთაშორისო თანამეგობრობაა ჩართული.

    "მთელი ამ მინისტერიალის განმავლობაში, შეხვედრებზე განხილვების მთავარი თემა ექიმ ვაჯა გაფრინდაშვილის უკანანო პატიმრობაა. ყველაზე შეხვედრაზე ეს საკითხი იყო მკაცრად დასმული. ჩართულია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, არ დარჩენილა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, არცერთი მაღალი თანამდებობის პირი, ვისაც ეს საკითხი კარგად არ ესმის და ვინც არ მოქმედებს ამ მიმართულებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

    დავით ზალკალიანის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

    "პოზიტიური ნიშნები არსებობს, რომ ის ძალიან მალე უნდა იყოს გათავისუფლებული და ჩვენ ამას ველოდებით", - ამბობს ზალკალიანი.

    ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ნოემბერში ე.წ. საზღვირს კვეთისთვის საოკუპაციო ძალებმა დააკავეს. გაფრინდაშვილის დაპატიმრებიდან 28 დღეა გასული. ექიმი არ აღიარებს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებას.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×