სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.12.2019

    დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის საქმეზე დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე ბერის, სვიმონ (გიგა) ქავთარაძის განცხადებით, მან 2019 წლის 2 დეკემბერს ნაშუადღევს, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით არსებულ დაღმართზე სახლისკენ მიმავალმა, ხის ძირას, მოთავსებული ერთ ცალ პოლიეთილენის პარკში 42 ცალ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ იპოვა და სახლში წაიღო.

    ამის შესახებ ბერი აღიარებით ჩვენებაში წერს და აღნიშნავს რომ სახლში ყოფნისას მცირე ოდენობით მიიღო.

    „მეტადონი“ ერთ-ერთი შეკვრიდან(ჩემსავე ოთახში, ისე რომ ეს ფაქტი არავის არ დაუნახავს) მე მივიღე, რისი მიღებაც დამიდგინდა 2019 წლის 03 დეკემბერს ნარკოლოგიურ კაბინეტში ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის შედეგად.

    ნასამართლევი არ ვარ. მე ძალიან განვიდი იმ ფაქტს, რომ დაკავებულია სრულიად უდანაშაულო ადამიანი – რომან მალანია ისეთი ქმედებისათვის, რაც მას არ ჩაუდენია. იგი არის მსხვერპლი და ამიტომაც გადავწყვიტე გამოვცხადებულვიყავი პოლიციაში,” - წერს ბერი ჩვენებაში.

    ცნობისთვის, ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი 4 დეკემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს

    (იმედი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×