სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.12.2019

    (რეზონანსი) ზუგდიდის რაიონული სასამართლო ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.

    როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, ჯიტა გულუამ განაცხადა, მას ექნება შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ ბრალდებულის მიმართ სასამართლომ არ გამოიყენოს პატიმრობა.

    მისი ინფორმაციით, ბერს თავდებში სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები დაუდგებიან.

    „ძალიან ბევრია ისეთი კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ეს ბერი არის მისაბაძი თავისი წარსულით. ისიც ადამიანია, ყველას დაუდგება განსაცდელის ჟამი და ამ ჟამს ჩვენ ვართ მის გვერდითო. არიან სასულიერო პირები, რომლებიც მას თავდებში უდგებიან", - აცხადებს ადვოკატი.

    შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბერი დააკავეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ძუკუ   (07.12.2019)
    მამაო! გისმენ შვილო!მე შენი შვილი არა ვარ!ვიცი არც მე ვარ მამაშენი!მამაო მაგარი მოსაწევი დავითრიე და გამოდი დავბოლდეთ...გადი შე უწმინდურო გარეთ და მეც გამოვალ


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×