სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.12.2019

    (რეზონანსი) ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ სასულიერი პირს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახის, პატიმრობა შეუფარდა.

    სწორედ პატრიმრობის შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა მარიამ ქორიძემ სასამართლოს და ამის მიზეზად დაკავებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა.

    დაცვის მხარემ პროცესზე სასულიერო პირების დახასიათებები წარადგინა და დასძინა, რომ ისინი მზად არიან, თავდებში დაუდგნენ მამა სიმონ ქავთარაძეს და მის გამოსწორებაზე პასუხისმგებლობას იღებენ.

    ამასთან, ადვოკატმა ჯიტა გულუამ მოსამართლეს 20 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობითაც მიმართა. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ქავთარაძე კანონის დარღვევით დააკავეს.

    ჯიტა გულუა გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, რომელიც პოლიციას თავად ჩაბარდა, ახალი დანაშაული ჩაიდინოს ან მიიმალოს.

    თავად ბრალდებულმა ბერმა სიმონ ქავთარაძემ პროცესზე ბრალი აღიარა. ადვოკატმა კი დასძინა, რომ მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან ის დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას კატეგორიულად გამორიცხავს.

    ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ ნარკოდანაშაულისთვის რომან მალანია დააკავეს, მალევე ამავე საქმეზე ზუგდიდის პოლიციას ბერი სიმონ ქავთარაძე ჩაბარდა. მალანიას სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ის ბრალს არ აღიარებს და გირაოს გადახდის შემდეგ უნდა გათავისუფლდეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×