რეზონანსი
07.12.2019

(რეზონანსი) ქვეყანაში, გუნდში არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, კახა კალაძე არის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი.

„კალაძე არის თბილისის საუკეთესო წარმატებული მერი. იგი ძალზედ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ქალაქში, არის მაღალრეიტინგული პოლიტიკოსი ქვეყანაში, გუნდში არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის. რაც უფრო ძლიერი მსგავსი პოლიტიკოსი გვეყოლება გუნდში, მით უფრო წარმატებული იქნება „ქართული ოცნება". უმრავლესობის სხდომას არ ესწრებოდა, რადგან ალბათ მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×