რეზონანსი
07.12.2019

(რეზონანსი) ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შრო­მა­ში მცხოვ­რებ­ი 26 წლის ტატო შე­ით­ნიშ­ვილ­ი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებს ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, ამბობს, რომ მას შემ­დეგ რაც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი გა­ი­ა­რა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად თავ­ბრუს­ხვე­ვებს მა­ინც უჩი­ვის.

ტატო შე­ით­ნიშ­ვილ­მა რამ­დნე­ი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი და გა­ავ­რცე­ლა სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც მისი ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და და­ხე­უ­ლი ქურ­თუ­კი ჩან­და.

შე­ით­ნიშ­ვი­ლი სა­მარ­თალდმცვე­ლებს ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და იმ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბას ასა­ხე­ლებს, რომ­ლე­ბიც, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

"ძნე­ლია იმის გახ­სე­ნე­ბა, თუ რო­გორ და­უნ­დობ­ლად გა­მის­წორ­დნენ. სუ­ლი­ე­რი და მო­რა­ლუ­რი ტკი­ვი­ლის მი­ყე­ნე­ბის შემ­დგომ და­უნ­დობ­ლად მცემ­დნენ. ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად ეს პი­როვ­ნე­ბე­ბი თა­ვი­სუფ­ლად და­ნა­ვარ­დო­ბენ. ესე­ნი არი­ან მ. კ., გ.კ. და ბ.მ. მე­ო­თხე პი­როვ­ნე­ბაა ილო, რომ­ლის გვა­რიც არ მახ­სოვს და ვიცი ამა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­გან, რომ ახა­ლი კად­რია, თე­ლა­ვე­ლი. ეგ ძალ­ზედ კარ­გი და სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლის ხმაც ჩა­მეს­მო­და, რო­დე­საც ცე­მით მკლავ­დნენ - კარ­გი, გე­ყო­ფათ, ნუ მოკ­ლავ­თო! რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცავს შე­ეძ­ლო, ისე იზი­ა­რებ­და ჩემს ტკი­ვილს" - ამ­ბობს AMBEBI.GE -სთან ტატო შე­ით­ნიშ­ვი­ლი.

აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში მხო­ლოდ იმას აცხა­დე­ბენ, რომ შე­ით­ნიშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტში, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 333 -ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×