სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.12.2019

    (რეზონანსი) „ჩვენ ანაკლიის პროექტს „ქართული ოცნების" გარეშე განვახორციელებთ", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

    მისი თქმით, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება, რის შედეგადაც სამეგრელოს მხარე კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება.

    „ისევე, როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე ბიძინა ივანიშვილმა გადააგდო მთელი საზოგადოება და დაასამარა ოცნებები, ის ასევე ასამარებს ანაკლიის პროექტს. ამ პროექტის განხორციელება არის შანსი, რომ ქვეყანა აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე დააყენოს ეკონომიკის მხრივ, სამუშაო ადგილების მხრივ და ა.შ. ჩვენ მათ გარეშე განვახორციელებთ ამ პროექტს, მე ამას გპირდებით. მათ სახლში გავისტუმრებთ და ანაკლიის პროექტი აუცილებლად გაკეთდება. სამეგრელო იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამეზობლოში. თუმცა ამის პირველი ნაბიჯია ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება, მის უკან არის ქალაქ ანაკლიის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა", - განაცხადა ხაზარაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    Londa   (07.12.2019)
    Netav sheni sitkvebis ty gjera she mevaxshe arakaco!!!

    simartle   (07.12.2019)
    xma chaiwkvite shen kvelaze dido gadamgdebo,codvebit savse aferisto,mafiozo bankiro,ra bindzuri bankiric xar xalxis codviani fulebis damtacebeli,is bindzuri politikosic xar,shen didi xania cixeshi unda lpebode,magram patroni,sad aris? sad aris samartali? shenistana kriminalebit aris savse parlamenti!


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×