რეზონანსი
07.12.2019

(რეზონანსი) ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელმა საფრანგეთს თავშესაფრის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ Le Monde-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვადიმ სოკოლოვის სახელით ცნობილმა კაცმა, რომელიც ხანგოშვილის მკვლელობიდან რამდენიმე წამში დააკავეს, თავშესაფარი ჯერ კიდევ 26 აგვისტოს მოითხოვა. მისი განცხადება კი საფრანგეთმა უნდა განიხილოს, რადგან ის შენგენის ზონაში პარიზის გავლით მოხვდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში Le Monde-ის ჟურნალისტს არ უპასუხეს რამდენად რეალურია მკვლელისთვის თავშესაფრის მიღება. თუმცა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით განცხადა, რომ „სოკოლოვისთვის" თავშესაფრის აქტუალურ პერსპექტივას ციხის საკანი წარმოადგენს.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია. Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ.

ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

იმედინიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×