რეზონანსი
07.12.2019

(რეზონანსი) თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან სამი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

"სამი პაციენტი შემოიყვანეს. ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა აფეთქება. იქ მიიღეს დამწვრობა ცეცხლის სახით, ორი პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციაში, ერთი დამწვრობის განყოფილებაში. მიმდინარეობს მკურნალობა, უტარდება აუცილებელი პროცედურები. სამივეს აქვს სახის და ხელების არეში დაზიანება. წინასწარ პროგნოზისგან თავს შევიკავებ. რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტებში შეიძლება იყოს სასუნთქი გზების დაზიანება. კიდევ ერთი პაციენტი რჩება დამწვრობის განყოფილებაში. სამივე პაციენტი შუახნის მამაკაცია", - ამბობს დამწვრობის ცენტრის ექიმი გიორგი დავლიანიძე.

წყარო: 1TV.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×