რეზონანსი
08.12.2019

  ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში მომხდარ ხანძარს სულ მცირე 43 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერსი" ავრცელებს. შემთხვევა 6-სართულიან ქარხანაში მაშინ მოხდა, როდესაც მასში დასაქმებულ რამდენიმე პირს შენობაში ეძინა. ხანძრის ჩაქრობას 27 სახანძრო ბრიგადა ცდილობდა. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება და მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

პოლიციის ინფორმაციით ჩანთების მწარმოებელ ქარხანაში სხვადასხვა სახის მასალა ინახებოდა, რამაც სავარაუდოდ ცეცხლის გაჩენა გამოიწვია.

მომხდარს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენა მოდი სოციალურ ქსელ „ტვიტერის" მეშვეობით გამოეხმაურა. მან გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ისინი კომპენსაციას მიიღებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×