რეზონანსი
09.12.2019

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობა სავარაუდოდ, შეცდომაში შეიყვანა. ორგანიზაციის წარმომადგენლის მტკიცებით, თითქოსდა ვადაგასული ხორცი აჭარის საბავშვო ბაღებში უნდა შესულიყო არ დადასტურდა.როგორც შპს "სოფო"- ში აცხადებენ, სკოლამდელ დაწესებულებებს ხორცით არ ამარაგებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს უფროსი დღეს ვერ აკონკრეტებს, რომელ საბავშვო ბაღებში უნდა შესულიყო ვადაგასული ხორცი. მანანა ერქომაიშვილის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და დამატებით დეტალებს სკანდალური განცხადების შემდეგ არკვევს.

შეგახსენებთ, ოზურგეთის სოფელ დვაბზუში, ცხოველთა სასაკლაოზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ უვარგისი ხორცი აღმოაჩინა. ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს უფროსის, მანანა ერქომაიშვილის ინფორმაციით, ვადაგასული ხორცი, ეტიკეტისა და საბუთების გარეშე, უკვე მეორე დღეს აჭარის საბავშვო ბაღებში უნდა შეეტანათ. მისივე თქმით, ხორცი დალუქულია.

ადგილი, სადაც უვარგისი ხორცი ნახეს შპს "სოფოს" მიერ არის ნაქირავები და პროდუქტს მხოლოდ აფასოებდნენ. კონკრეტულად, საიდან არის ხორცი შემოტანილი, ამ ეტაპზე, უცნობია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის, ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადებას, შემოტანას ან რეალიზაციას ითვალისწინებს. დანაშაული ჯარიმას ან რამდენიმე წლიან პატიმრობას გულისხმობს.

წყარო: "ტვ25"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×