სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.12.2019

    "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.

    მისი თქმით, რასაც, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები სჩადიან რევოლუციის იმიტაციაა, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" არის შეთანხმებული.

    "ქართული ოცნების" მართვის სტილი ძალიან ჰგავს ძველი რომის იმპერიის მართვის სტილს, სადაც ხელისუფლება ვითომდა ოპოზიციის სახით მუდმივად ინარჩუნებდა და ინახავდა ხალხისათვის საძულველ, მიუღებელ და დისკრედიტირებულ ჯგუფებს. ხელისუფლება მათ რაღაც დონემდე მიუშვებდა და ქმნიდა იმის ილუზიას, თითქოსდა გადატრიალებას აპირებდნენ. შეშინებული ხალხი მოსალოდნელი არეულობის შიშით ისევ ხელისუფლების გარშემო ირაზმებოდა და მსგავსი სპექტაკლები არა და არ მთავრდებოდა. რასაც ნაცმოძრაობა და მისი სატელიტები სჩადიან, არის რევოლუციის იმიტაცია, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" არის შეთანხმებული. ხალხს არც რევოლუცია უნდა, არც გადატრიალება და მხოლოდ ერთ რამეზე ლაპარაკობს რა მნიშვნელობა აქვს საარჩევნო სისტემას, მთავარია, ქვეყანაში მშვიდობა იყოსო. ამასობაში ხელისუფლებამ შერეული საარჩევნო სისტემა დატოვა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ 73 მაჟორიტარს "ქართული ოცნება" გამოიყვანს და კვლავ ხელისუფლების უზურპაციას მოახდენს. ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხი, იმის შიშით, რომ რამე უბედურება არ მოხდეს, ისევე როგორც ძველ რომში, ხელისუფლების მოკავშირედ იქცა და ამ ბოროტ ძალებს დაუპირისპირდა. შეხედეთ ხალხს, ნაცსექტას ახლოსაც არ ეკარება. 17 ნოემბერს 30-ზე მეტმა პარტიამ გამართა აქცია და მთელი საქართველოდან 4 500 მხარდამჭერზე მეტი ვერ შეკრიბეს. 17 ნოემბერსვე ჩვენც შევიკრიბეთ, "პატრიოტთა ალიანსს" რესპუბლიკის მოედნიდან ოპერამდე მანიფესტაცია ჰქონდა, 8 000 ადამიანი გამოვიყვანეთ ქუჩაში, მაგრამ ხომ ხედავთ, ხელისუფლებამ რა თქვა? "პატრიოტებთან" 1500 კაცი იდგა, ხოლო პარლამენტის წინ, ბოკერია-სააკაშვილებთან 5 000 ამომრჩეველიო. ერთადერთი მიზანი აქვს ყოველივე ამას, ოპოზიციის სახით ბოროტი ჯგუფები კვლავ უნდა შეინარჩუნონ და 2020 წლის არჩევნებში სააკაშვილი და ბოკერია ისევ მეორე ძალად შეტენონ", - განაცხადა ინაშვილმა.

    მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და გიგა ბოკერიამ კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში ვერასოდეს მოვლენ.

    წყარო: "ასავალ-დასავალი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×