სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.12.2019

    სამყაროს ჩემი მეუღლის თვალებით ვხდეავ - ამბობს უსინათლო ახალგაზრდა ქალი მაგდა ბეჟანიშვილი. მას და გიორგის ორი ვაჟი - 3 თვის თვის სანდრო და 2 წლის დათა ჰყავთ.

    მაგდა ბეჟანიშვილი 3 წლის იყო, როცა რეტინობლასტომა (იშვიათი ტიპის თვალის ავთვისებიანი სიმსივნე) დაუდგინეს და მხედველობა ჯერ ერთ თვალში, მერე მეორეში დაკარგა.

    „სამი წლისას რამდენიმე ოპერაცია გამიკეთეს, ლონდონშიც წამიყვანა დედამ გამოკვლევაზე, თუმცა უშედეგოდ. მან ჩემთვის ძალიან ბევრი იბრძოლა...

    ახლაც ის მდგომარეობა მაქვს, რაც 25 წლის წინ. სინათლესაც ვერ ვხედავ. ამბობენ, რომ გადანერგვის ოპერაციები გეკთდება და კომპიუტერული სათვალეც არსებობს, მაგრამ დეტალები არ გამირკვევია, რადგან ვიცი ფინანსურად ვერ შევწვდები.

    სამი წელი თელავის პირველ საჯარო სკოლაში ვიარე. ანბანი დედამ მასწავლა. ვწერ, თუმცა ასიმეტრიულად. მასწავლებელი გაკვეთილს წასაკითხად რომ გვაძლევდა, მე ზეპირად ვიმსახოვრებდი. კლასშიც თავდაჯერებულს მეკავა წიგნი და მჯეროდა, რომ ვკითხულობდი. დასვენებაზე, როცა ყველა დერეფანში, ან ეზოში დარბოდა, მე ოთახში ვიჯექი და ნერვიულობისგან ხორცებს ვიგლეჯდი. მესამე კლასის დასრულების შემდეგ, უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატში გადამიყვანეს. იქ მისვლის დღიდან, დამოუკიდებლობას დავეჯახე. ერთი ნავთის „კერასინკა" იყო, კვება გულის ამრევი, მხოლოდ კვირა საღამოს გვაძლევდნენ წყალს... დედა ყოველ პარასკევს მოდიოდა და სახლში მივყავდი. იმ გარემოში ამდენი უსინათლო ერთად რომ დამხვდა, თავიდან რაღაც ჯოჯოხეთში მეგონა თავი, მაგრამ მიუხედავად ასეთი პირობებისა, ერთი დიდი ოჯახი შეიქმნა - არაჩვეულებრივი მასწავლებლებითა და ერთ მუჭად შეკრული კლასით. სკოლა ინტერნატში ყველაზე მეტად ჩვენი ჭერმის ხე მაკლდა. წარმოვიდგენდი, როგორ ისხდნენ ჩემი მეგობრები იქ, როგორ ახმაურებდნენ უბანს. ბოლოს ძალა მოვიკრიფე და 10 წლისამ ბარიერის დანგრევა დავიწყე. მალევე მარტო ჩავდიოდი სახლში. ვისწავლე დამოუკიდებლად არსებობა. მივხვდი, რომ ჯოჯოხეთი სახლში ჯდომაა და არა ამდენი უსინათლო ერთად", - ყვება მაგდა „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×