რეზონანსი
09.12.2019

(რეზონანსი) ჩხო­რო­წყუ­ს რაიონში, ტო­ბა­ვარჩხი­ლის ხე­ო­ბა­ში, 33 წლის გი­ორ­გი მუ­ჩი­აშ­ვი­ლი 2015 წლის 2 აგ­ვი­ტოს გა­უ­ჩი­ნარ­და. ოთხი წლის წინ და­კარ­გულ ერ­თა­დერთ შვილს, დედა ამ დრომ­დე ეძებს. თუმ­ცა, იმე­დს არ კარგავს, რომ შვილს ცო­ცხალს და უვ­ნე­ბელს იპო­ვნის. საკუთარ ისტორიას ინგა ვეკუა „პრაიმტაიმს" უზიარებს:

"როგორც ამბობენ, ჩემი უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილის შესახებ, ძიება არ წყდება, მაგრამ ჯერჯერობით, ახალი არაფერია. ყველას შევხვდი, მთავრობის წევრებსაც კი, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ. თბილისიდან გაგზავნეს მაშველები, ვერტმფრენები, მთამსვლელები. ადგილობრივი მონადირეებიც კი ეძებდნენ, მაგრამ არანაირი კვალი არ ჩანს. ტობავარჩხილის ტბაშიც კი ჩავიდნენ მყვინთავები, მთამსვლელებიც რამდენჯერმე იყვნენ შესულები, მაგრამ ჯერჯრობით არანაირი საიმედო ინფორმაცია არ არის. " - ამბობს დაკარგულის დედა.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×