სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.12.2019

    (რეზონანსი) საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს 4 მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა.

    დაკავებულები არიან სოფელ ბოჟამის მკვიდრი ემზარ გამხიტაშვილი, სოფელ ლამისყანას მკვიდრი გიორგი ზარიძე და სოფელ სამთავისის მკვიდრები მერაბ და ავთო გამხიტაშვილები. 2005 წელს დაბადებული ავთო გამხითაშვილი, როგორც არასრულწლოვანი გაათავისუფლეს, დანარჩენების მიმართ კი დე ფაქტო ე.წ. უშიშროების კომიტეტი გამოძიებას აწარმოებს.

    ინფორმაციას დე ფაქტო უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით. დაკავება მაშინ მოხდა როდესაც საქართველოს მოქალაქეები ტყეში შეშას აგროვებნენ.

    საქართველოს მოქალაქეების დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Mari   (10.12.2019)
    Ysircxvilo xalxi, biyjetc Ace avceben,biznecia shven kvekanashi shveni xalxi vajroben, tkven magrad ymkyrnalot,,


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×