სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.12.2019

    მომღერალი ზურა ხაჩიძე, მისი მეუღლის ხათუნა ჟორდანიას ჯანმთელობის მდგომარობაზე საუბრობს.

    მისი თქმით, ხათუნა, დაავადდებამდეც და მისი აღმოჩენის შემდეგაც ეკლესიაში ხშირად დადიოდა, ლოცულობს, ეზიარება და სჯერა, რომ დაავადებას დაამარცხებს.

    "ხათუნა ჩემი მეორე ნახევარია, ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. ის არის ქალი, რომელიც 16 წელია მიყვარს. 16 წელია მიფრთხილდება და 16 წელია ვუფრთხილდები. ნეტა ეს ავადმყოფობა მას არ დამართნოდა და მე დამმართნოდა. ხათუნა არის, ის ძალა ჩვენს ოჯახში, რომელზეც ოჯახის თითოეული წევრი დგას. ხათუნამ მასწავლა რა არის სიყვარული და რას ჰქვია ოჯახი. ხათუნა ხშირად დადის ტაძარში ამ დაავადების აღმოჩენს შემდეგაც. ხშირად ეზიარება და დარწმუნებული ვარ, ღვთის მადლით ამ რთული მდგომარეობიდან გამოვა. განსაცდელს დავძლევთ, ვიცი რომ ყოველი განსაცდელის შემდეგ სიხარული მოდის", - ამბობს ზურა ხაჩიძე "სარკესთან".

    ექიმებმა ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ის მკურნალობის კურსს ისრაელში გადის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ნათია   (11.12.2019)
    ღმერთი გწყალობდეთ


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×