რეზონანსი
11.12.2019

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ორი მამაკაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთ მამაკაცს წვივის მოტეხილობა აქვს, მეორეს კი ოპერაციისთვის ამზადებენ.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა ორი პაციენტი. მათ აღენიშნებათ ქვედა კიდურებზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყებებული ჭრილობები. პაციენტები არიან 25 და 52 წლია მამაკაცები. ჩაუტარდათ გამოკვლევები. ერთ-ერთ პაციენტთან გამოვლინდა მცირე წვივის მოტეხილობა. საჭიროებს სტაციონარში მოთავსებას დაკვირვებისა და მკურნალობის მიზნით. ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ოპერაციისთვის მზადდება ახალგაზრდა მამაკაცი. როგორც ამბობენ, დაშავებულები მამა-შვილი არიან", - აცხადებს რეანიმატოლოგი სულხან სამხარაძე.

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება ორი მუხლით, სსკ-ის ​117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილითა (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) არის დაწყებული. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×