რეზონანსი
13.12.2019

(რეზონანსი) ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ წინასწარ, ორთვიან პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ.

ოკუპირებული ცხინვალის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, „ექიმის საკითხი მალე გადაწყდება".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×