სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.12.2019

    (რეზონანსი) ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხრადამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრება თბილისში, ხვალ, 11:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და ოკუპაციის ხაზისკენ (სოფელი ოძისი) მსვლელობით დასრულდება.

    დაკავებული ექიმის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს.

    "მეგობრებო, ვაჟა ექიმის გულშემატკივრებო! პირველ რიგში დიდი მადლობა ამხელა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის.

    იმედი მაქვს ხვალ ძალიან ბევრი ვიქნებით. გვინდა შეგატყობინოთ ხვალინდელი აქციის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი:

    ვიკრიბებით 11 საათზე რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და 11.30-12:00 ოკუპაციის ხაზისკენ (სოფელი ოძისი) გაემართება მანქანების მარში.

    შეკრება მოხდება მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილას, ყოველგვარი პროვოკაციისგან თავის დასაზღვევად.

    აქცია იქნება მდუმარე, მხოლოდ ოჯახი გავაკეთებთ მცირე მიმართვას.

    ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვაჟა ექიმი უახლოეს მომავალში სახლში იქნება და მალე გააგრძელებს საკუთარ საქმიანობას თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის

    #თავისუფლებავაჟაექიმს

    #freedomforDoctorVaja", - წერს ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×