რეზონანსი
13.01.2020

უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

"ამ დღეებში მეტად სამწუხარო ამბავი შევიტყვე, ცნობილ ქართველ ჟურნალისტს მერაბ ბერაძეს თვალის ჩინი დაუკარგავს. ტელეეკრანს მიღმა დარჩენა ძალიან უნერვიულია და მხედველობაც დაუკარგავს. 2 წიგნის, 8 პიესის, 4 სატელევიზიო ფილმის სცენარის ავტორი, არაერთი კარგი ლექსის შემოქმედი, საქართველოს ტელევიზიის დამსახურებული მუშაკი და არაერთი გადაცემის წამყვანი დღეს ყველასგან დავიწყებულია. მთელი ცხოვრება ტელევიზიას შესწირა და საწყენია, რომ მისი გაკეთებული საქმეები არავის ახსოვს. სამწუხაროდ, საქართველოში გარდაცვლილი ადამიანები უყვართ, ქვეყნისთვის თავდადებული ცოცხალი ადამიანები კი არავის ახსოვს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×