სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.01.2020

    (რეზონანსი) 2019 წელს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად 3 მოსამართლე დაჯარიმდა.

    დაჯარიმებული მოსამართლეები არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი (მერაბ გაბინაშვილი პარლამენტმა წინა წელს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ აირჩია), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძე.

    2019 წელს განხორციელებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ანგარიში საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად ვასილ როინიშვილი საკუთარი უძრავი ქონების ფართში ცდომილების, ასევე საბანკო ნაშთებში ცდომილების გამო დაჯარიმდა. მერაბ გაბინაშვილი შემდეგი დარღვევისთვის დაჯარიმდა - მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშები არ არის მითითებული, მის სახელზე არსებული ხელშეკრულების მატერიალურ შედეგში ცდომილებაა. ნინო ქადაგიძის დარღვევა - დეკლარაციაში მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში არ არის მითითებული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×