სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.01.2020

    (რეზონანსი) დღეს საქართველოს სახალხო არტისტ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა. მსახიობის შემოქმედებით საღამოს გრიბოედოვის თეატრმა უმასპინძლა, ვარსკვლავი კი კინოთეატრ „რუსთაველის" წინ გახსნეს.

    ღონისძიება მსახიობის დაბადების დღეს გაიმართა. მაყურებელმა საიუბილეო საღამოზე მისი მონაწილეობით ფილმების ნაწყვეტები იხილა. არიადნა შენგელაიას სახალხო არტისტის წოდება 1979 წელს მიენიჭა.

    შენგელაიამ პირველი პრემია კიევის საკავშირო კინოფესტივალზე ტატიანა ლარინას როლის შესრულებისთვის (ფილმში „ევგენი ონეგინი") მიიღო.

    კინოში შესრულებული როლებიდან ასევე აღსანიშნავია: „შერეკილები", „მთვარის მოტაცება", „თეთრი ქარავანი" და სხვა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×