სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.01.2020

    მამა გიორგის (ლაშა ჩიქოვანის) ყოფილი მეუღლე ნინო გორგოშიძე, ღიად სდებს ბრალს ყოფილ მეუღლეს, მის მამას - მამა ნიკოლოზს, რომელიც ასევე სასულიერო პირია, რძალს - მედავითნეს და ოჯახის სხვა პირებს - ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში.

    "მან პირველად იძალადა ჩემზე, ქორწინებიდან მეორე დღეს. მან დედა შემაგინა იმის გამო, რომ მე სუნამო დავისხი, რომელიც ჩემმა მეგობარმა მაჩუქა ქორწილში. ქორწინებამდე მე სუნამოსაც ვისხამდი. არ ვიცოდი მას თუ არ უყვარდა. ქორწინების შემდეგ მე აკრძალული მქონდა სუნამოს დასხმა, მაკიაჟი, ლაკის წასმა. აკრძალვებში მას არ ვეწინააღმეგებოდი, ვემორჩილებოდი. გინება, პანჩურების ამორტყმა, სახეში გარტყმა, ხელები მქონდა ნაღრძობი, თავში დანა - ჩანგალს მირტყამდა - ეს იყო საშინელება, ძალიან რთული იყო ჩემთვის", - ამბობს ნინო გორგოშიძე.

    "მთელი ოჯახი ცხოვრობს სტიგმებით, არ უნდოდა ვინმეს გაეგო, მაგრამ რატომ ამოუვარდა ჩემ მამამთილს მეხსიერებიდან მისი შვილის ავარიები, ექიმები, მანქანას შუაზე რომ ჭრიდნენ და ისე გადმოჰყავდათ მისი შვილი, რატომ დაავიწყდა ის, რომ მეზობლებს ამოჰყავდა ნასვამი ჩემი ქმარი და ვცდილობდით მის დაბანვას, ნარწყევებში როცა ცურავდა. კი, ეს ხდებოდა მღვდლობაში. ის მღვდლობაში არის 2008 წლიდან. რატომღაც ესენი ამოუვარდა მეხსიერებიდან და რაღაც ილუზიებში ცხოვრობს, არ ვიცი რას ფიქრობდა, ვერ გეტყვით, ამაზე თვითონ თუ გაგცემთ პასუხს, თორემ ჩემი ღრმა რწმენით, სადაც შეიძლებდა მომხდარიყო ფერისცვალება ადამიანის, იქ შეიძლებოდა მომხდარიყო ჩემი ქმრის დახმარებაც, სხვათა შორის, იგი დღემდე უანგაროდ არის დედაეკლესიის სულიერი მოძღვარი, არასოდეს გაუცია აღსარება, არასოდეს დაუდია „სტავკები", ანგარების გამო არასოდეს წასულა გაჭირვებულთან, მეტიც, ის დადიოდა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან, უტარებდა შვიდგზის ზეთისცხებას, ლოცვას, ნათლობას, მშობლებს აძლიერებდა რწმენაში, ციხეზე შედიოდა და ფსკვნილის ლოცვას ასწავლიდა პატიმრებს. მართალია, უცნაურია, როცა ადამიანი გარეთ ასე იქცევა და სახლში არის ჩამოყალიბებული მონსტრი - მაგრამ ტყუილს არ ვიტყვი, მართლა ასეთია გარეთ. ჩემს ყოფილ ქმარში ყოველთვის იყო გაორება, დასახიჩრებული ფსიქიკა ჰქონდა და სჭირდებდა სამედიცინო ჩარევა, ძლიერი ლოცვები სჭირდებოდა. ის იყო დამოკიდებული სასმელზე, ცხადია ეს სასმელი მასში აპროვოცირებდა ამ ყველაფერს და ის სახლში იყო ჩვეულებრივი, ჩამოყალიბებული პათოლოგი, პოტენციური მკვლელი. თუ არ უმკურნალებენ, ვიღაცას გაიტანს მანქანით, ან შემოაკვდება ვინმეს, ის ვერ იტანს ვინმესგან წინააღმდეგობას, ის იქნება ან პოტენციური მკვლელი ან პოტენციური ბომჟი."

    წყარო: "ალია"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×