რეზონანსი
17.01.2020

მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული დახმარების შესახებ საუბრობს და გარკვეულ მომენტებზე გული სწყდება:

"მე ვთვლი, ჩემს ქვე­ყა­ნას ვინც აზა­რა­ლებს, უნდა გა­აკ­რი­ტი­კო ისე, რო­გორც შე­გიძ­ლია. ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ვხვდე­ბით იმას, რომ ეს მმარ­თვე­ლო­ბა ქვე­ყა­ნას ვნებს. ჩვენ არა მხო­ლოდ უნდა ვაკ­რი­ტი­კოთ, არა­მედ უნდა შევ­ცვა­ლოთ. მტერს უნდა ვებ­რძო­ლოთ, მტე­რი არის ყვე­ლა, ვინც შენს ქვე­ყა­ნას აზი­ა­ნებს. 

2011 წელს, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი ინ­ტერ­ვიუ ვნა­ხე, თე­ატ­რში მი­ვე­დი და ვთქვი, მის­გან დახ­მა­რე­ბას აღარ მი­ვი­ღებ-მეთ­ქი. ჩემ­ნა­ი­რად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მო­იქ­ცა. თა­ვი­დან­ვე მივ­ხვდი, ეს არის იმ ძა­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც ერთ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, მარ­თავს რუ­სეთს, ასეა მი­ტა­ცე­ბუ­ლი ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოც. დიდი ბრძე­ნი და მცოდ­ნე არა ვარ, მაგ­რამ რაც ჩემი ჭკუ­ით გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, მივ­ხვდი, ეს კაცი კარ­გს არა­ფერს მო­უ­ტან­და სა­ქარ­თვე­ლოს და ასეც მოხ­და. მე იმის მერე დახ­მა­რე­ბა არ მი­მი­ღია, ვწუხ­ვარ, რაც მა­ნამ­დე მქონ­და აღე­ბუ­ლი, იმას ვერ და­ვაბ­რუ­ნებ.

დიდი ხანი არც ვი­ღებ­დი. ეს იყო ყო­ველ­თვი­უ­რად 320 ლარი, რვა წლის წინ ეს კარ­გი თან­ხა იყო, უა­რის თქმა ად­ვი­ლი არ გახ­ლდათ, მაგ­რამ ამ ფულს ვე­ღარ მი­ვი­ღებ­დი და ახლა პირ­ნა­თე­ლი ვარ ჩემს თავ­თან", - განუცხადა "ამბებს" დიმიტრი ტატიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×