რეზონანსი
18.01.2020

"ანიტას მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. ექიმები ებრძვიან სეფსისს და პოლიორგანულ უკმარისობას.

რადგანაც გულის ყველა ფუნქციას მხოლოდ ეკმოს აპარატი ასრულებს, სისხლის მიმოქცევა კიდურებში გართულებულია, განსაკუთრებით გამუქებულია ხელები.

გუშინ დაიწყო ახალი პრეპარატის გადასხმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ექიმების თქმით შედეგს 48 საათის შემდეგ უნდა ველოდოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გოგო ძალიან მოწყენილია, მაინც ეკონტაქტება მშობლებს და მოთმინებით ელოდება სასუნთქი მილისგან გათავისუფლებას.

როგორც ყველა ექიმი აღნიშნავს, ანიტა საკმაოდ ძლიერი გოგოა, ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა, თქვენი ერთიანობა, ლოცვა და სიყვარული მალე გამარჯვებამდე მიგვიყვანს!

ყველაფერი კარგად უნდა იყოს!" - აღნიშნულია ანიტას მხარდამჭერ გვერდზე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ნინო   (19.01.2020)
ღმერთო ყველაფერმა.კარგად ჩაიაროს ანიტა თავის მშობლებს გამოჯამრთელებული დაუბრუნე . ყველაფერი კარგად იქნება ❤👍

nellis   (18.01.2020)
Anita,patara magram dzalze dzliero mebrdzolo,janmrteloba da energia ar mogaklos Mama yfalma gmertma,Gmerts ebarebode,gamdzleoba da sicocxle patara Angeloz ANITAS!MAMA gmertma gagadzlierot sruliad tqveni ojaxi!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×