რეზონანსი
18.01.2020

(რეზონანსი) სურამში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი 26 წლის ბეტა ნაჭყებიაა.

არსებული ინფორმაციით, გოგონა მეუღლემ 32 წლის ლევან ლომიძემ ლოგინში მოკლა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ჰქონდათ და ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ. მათ 5 წლის შვილი ჰყავთ.

მომხდარზე გამოძიება 109-მუხლის მეორე „ვ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 13-დან 17-წლამდე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Aigo   (19.01.2020)
Samudamo unda miysajon asetebs

ნაზი   (19.01.2020)
სასჯელი ცოტაა მეტის ღირსია


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×