რეზონანსი
22.01.2020

მღვდელმონაზონი ანდრი სარიას განცხადებით, მისთვის არ იყო მოულოდნელი საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რომ აეკრძალოს მღვდელმსახურება. როგორც ანდრია სარიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი" განაცხადა, საპატრიარქოს განცხადება, რომ მღვდელმონაზონის მხრიდან ცილისწამებას აქვს ადგილი, არის აფსურდი.

„პირველ რიგში, მოულოდნელი არ იყო იმ გაგებით, რომ ადამიანი, როდესაც თვეების განმავლობაში ცდილობ სამართლიანობის და სიმართლის დამტკიცებას ეკლესიის შიგნით სინოდის წევრებთან და მღვდელმთავრებთან და ხვდები, რომ მათ ეს არ აინტერესებთ, მერე გიწევს მრევლის წინაშე მიმართვა, რომ ისინი არაქრისტიანულად იქცევიან და მათი ქცევა ეს არის ქრისტეზე კიდევ ერთი ლურსმანი. შესაბამისად, საპატრიარქოს განცხადება, რომ თითქოს ჩვენ ცილისწამებას ვავრცელებთ, ეს ბრალდება აფსურდია. იგივე კრებაზე, როდესაც მე დამიბარეს, მათ ვუთხარი, რომ არსებობს დოკუმენტაცია, ასევე არაერთგზის წერილობითაც მიგვიმართავს, რომ გამოძიებული იყოს საქმეები, რაზეც თვითნებურად დანიშნულმა მიტროპოლიტმა შიომ მითხრა, რომ ჩვენ არ ვართ მზად მტკიცებულებებისთვის, რომ თქვენ მოიტანოთ მტკიცებულებები და მეც მითხრა, რომ არ ვიყავი მზად. ანუ, რასაც თავად ფიქრობენ, რომ გადაწყვიტონ, თითქოს, მზად არ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მტკიცებულებები სათქმელს მერე, როგორც უნდათ ისე იტყვიან. ჩვენ ყოველთვის ვთავაზობდით და ძალით სიმართლეს ვერ შეუყვან. მათ სურთ, ეკლესიის წევრები ერთმანეთს ასეთ რეჟიმში ვესაუბროთ", - განაცხადა ანდრია სარიამ.

სარიას თქმით, სინოდის წევრებისთვის, „ალბათ მტკივნეული იყოს ის განცხადება, რომელიც მან დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ციხესთან გააკეთა".

„მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებით კურთხევა არსებობს. როდესაც პატრიარქის მდივანმა დამირეკა და თქვა, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. ჯერ ერთი, სინოდალური კომისია რა ფორმატში მუშაობს ეს კაციშვილმა არ იცის, ან ვის მიერ არის დანიშნული ეს სინოდალური კომისია, რა ჩარჩოებით და რა პროცედურებით ხელმძღვანელობს არავინ იცის. რაღაც, ათკაციან ჯგუფს შექმნილი აქვს ეკლესიის ინსტიტუციის სისტემა", - განაცხადა სარიამ.

ანდრია სარიას განმარტებით, სინოდის წინაშე შესაბამისი დოკუმენტების წარსადგენად ვადას მეუფე პეტრე ითხოვდა.

„რაც შეეხება მეუფე პეტრეს, ის თავად ამბობდა, რომ უამრავი დაზარალებულია, ვადა მომეცით იმისათვის, რომ წარვადგინო სინოდის წინაშე დოკუმენტაციები და მოვიდნენ დაზარალებული ადამიანები, ჩაინიშნოს ნორმალური საეკლესიო პროცედურები, სადაც ეკლესიურად იქნებოდა განხილული ეს საკითხები, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ყოველგვარი წესების გარეშე ქუჩურად იბრძვიან. მარგინალურად, პაპუასებივით იქცევიან. თითქოს, მათ არ წაუკითხავთ და არ იციან წესები და კანონები და იგივენაირად, როცა ვეუბნებით, რომ სინოდალური დადგენილებით, წმინდა მამათა განჩინებით, რაც დაწესებულია მსოფლიო საეკლესიო კრებების მიხედვით, ვიხელმძღვანელოთ. მათ არ უნდათ მამათმავლები, მამაძაღლები ქურდები, ნარკომანები და ყაჩაღები ეკლესიიდან მოიცილონ, სადაც ყველაფერი „სტავკებად" აქვთ ქცეული და ეკლესია ერთგვარ დიდ ბიზნესად იქცა და სადაც ჯიპებით დაგრიალებენ ისე, როგორც უნდათ. ეს არის მათი ქონებრივი დეკლარაცია", - განაცხადა სარიამ.

ცნობისთვის, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება საპატრიარქოს ინფორმაციით, საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოის მიერ იქნა მიღებული.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ქრისტიანი   (23.01.2020)
არ სურთ წესების მიხედვით მოქმედება. არ აწყობთ თავისივე დადგენილი წესები.

ეს   (22.01.2020)
ფაქტია პრობლემაა საპატრიარქოში.მაგრამ როდემდე მამაო თქვენც ხომ უნდა დაშოშმინდდეთ რა. სიყვარული გაავრცელეთ დაანახეთ ხალხს სიხარული და თავმდაბალობა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×