რეზონანსი
23.01.2020

(რეზონანსი) სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა, თუმცა მან არ გაამხილა კონკრეტულად ვინ მოინახულა და რატომ.

გავრცელებული ინფორმაციით, ლომჯარია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეხვდა.

მისი თქმით, პატიმრებს არ სურთ ინფორმაციის გასაჯაროება.

„რატომ, როდის და სად მოვალ ამას ვწყვეტ მე. პატიმრები ითხოვდნენ, რომ მოვსულიყავი და მოვედი. არის რაღაც კონფიდენციალური კომუნიკაცია სახალო დამცველსა და პატიმრებს შორის. იყო სურვილი და მოვედი",- განაცხადა სახალხო დამცევლმა.

ცნობისთვის, ე.წ. მატროსოვის ციხეში პატიმრობაში იმყოფებიან გახმაურებულ საქმეში ბრალდებულები ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე.

წინასწარ პატიმრობაშია ირაკლი ოქრუაშვილი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×