სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.01.2020

    (რეზონანსი) ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩხუ­ტელ­ში ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად მდი­ნა­რე ცხე­ნის­წყა­ლის არხში გა­და­ვარ­დნი­ლი ორი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი უკვე იპო­ვეს. მე­სა­მე მა­მა­კა­ცის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა.

    ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­და. მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჯე­ბირს შე­ე­ჯა­ხა და არხში გა­და­ვარ­და. სა­მი­ვე მა­მა­კა­ცი სო­ფელ ჩხუ­ტე­ლის მკვიდ­რია. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ.

    AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ნა­პოვ­ნია 68 წლის ჯონი კვი­რი­კაშ­ვი­ლი­სა და 25 წლის აკა­კი მეშ­ვე­ლი­ა­ნის ცხედ­რე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მათი ცხედ­რე­ბი მდი­ნა­რემ ლე­ჩხუ­მის მე­ო­რე მხა­რეს, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მო­შო­რე­ბით გა­მო­რი­ყა. ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ ხერ­ხდე­ბა 29 წლის თორ­ნი­კე ჭი­ჭი­ნა­ძის პოვ­ნა.

    "მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­დნენ, შე­ე­ჯახ­ნენ ჯე­ბირს და გა­და­ვარ­დნენ არხში. ჯე­ბი­რი მთლი­ა­ნად მონ­გრე­უ­ლია. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით, რო­გორ გა­ი­ტა­ნეს. საკ­მა­ოდ და­ცუ­ლია ეს ად­გი­ლი და არხი, მაგ­რამ ისე­თი რამ მოხ­და, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი მა­ინც ჩა­ვარ­და არხში.

    მან­ქა­ნა წყალ­მა გა­ი­ტა­ცა და გვი­რაბ­ში შე­ით­რია. მათი ცხედ­რე­ბი მო­შო­რე­ბით იპო­ვეს ლე­ჩხუმ­ში. ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნე­თის მე­ზობ­ლე­ბი არი­ან" - გა­ნა­ცხა­და ად­გი­ლობ­რივ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×