რეზონანსი
25.01.2020

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ზაზა მურჯიკნელს ბრალს დღეს წაუყენებენ.

ყოფილი ლეიტენანტის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მეტიც სულხან კომახიძე აცხადებს, რომ მურჯიკნელი დაკავებით გაოგნებულია.

"ამ ფაქტთან შემხებლობას უარყოფს. ველოდებით საქმის მასალებს. თვითონ გაოგნებულია, რატომ დააკავშირეს ის ამ ქმედებასთან, გვაინტერესებს, რა უდევს ბრალდებას ამ საქმეში, რა ჰქონდათ საფუძველი,"- განაცხადა ზაზა მურჯიკნელის ადვოკატმა სულხან კომახიძემ.

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე ყოფილი ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელი გუშინ დააკავეს.

ეს უკანასკნელი წარსულში ნასამართლევია. კერძოდ ის მონაწილეობდა 2009 წელს მომხდარ მუხროვანის ინციდენტში.

მან საპყრობილე "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ 2012 წელს გამოცემული საყოველთაო ამნისტიის შედეგად დატოვა.

"ნიუპოსტი" დოდო გუგეშაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ როგორც გუგეშაშვილმა სახელი და გვარი ზაზა მურჯიკნელი არაფერს ეუბნება.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×