რეზონანსი
25.01.2020

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საკრებულოში მასსა და „ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მიღებულ დაზიანებეზე ექსპერტიზა ჩაუტარდა.

„ექსპერტმა ყველა დაზიანება დაწერა, რომელიც მაქვს შუბლის, თავის, თვალის, ფეხის, არეში და გვერდებზე. დააფიქსირა დაზიანება, თუმცა ამას ექსპერტიზა რად უნდა?! ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა პირდაპირ ეთერში. შესაბამისად, ამ დრომდე მარტივი იყო ამ პირების დაკავება. ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ჯერ არ გამოუკითხავთ. ამ ამბავში ერთადერთი კარგია ის, რომ გამოძიება დაიწყო, ექსპერტიზა თავად მოითხოვეს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ამ მოძალადე ადამიანებს პასუხისმგებლობა კანონის წინაშე მოუწევთ", - განუცხადა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×