რეზონანსი
26.01.2020

(რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლომ თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს.

სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა დაზარალებული დოდო გუგეშაშვილი.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 მარტს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×