რეზონანსი
27.01.2020

(რეზონანსი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელის WeChat-ის მეშვეობით მიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიდეომიმართვაში ელჩმა მოქალაქეებს კომუნიკაციის, საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ასევე, ჩინეთის მთავრობისა და უხანის მუნიციპალიტეტის მიერ გატარებული პრევენციული ზომების, ეპიდემიის პირობებში შესაბამისი სანიტარული მოთხოვნების შესახებ.

საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ქალაქ უხანის მუნიციპალიტეტთან და შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში ინფორმირებულია მიმდინარე პროცესების შესახებ. მათ შორის, მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც ჩინეთის, ისე სხვა პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობებთან.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×