რეზონანსი
13.02.2020

(რეზონანსი) იმერეთის რეგიონში მოსახლეობას ელექტრონერგია შეზღუდულად მიეწოდება. ამ დროისთვის დენის გარეშეა დარჩენილი ქუთაისში აბონენტების 5% და თერჯოლის მოსახლეობის დიდი ნაწილი.

"ენერგო-პრო ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ დენის მიწოდების შეფერხება ელექტროენერგიის მოხმარების დატვირთვას უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ, ბუნებრივი აირის ორდღიანმა წყვეტამ გამოიწვია.

"მოხმარების უეცარმა ზრდამ გამოიწვია ლოკალური, ინდივიდუალურ-ტექნიკური პრობლები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე. ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ეს გააგრძელება იქამდე, სანამ ქუთაისში ყველა აბონენტს სტაბილურად არ მიეწოდება ელექტროენერგია, ამ მომენტისთვის ქალაქის აქტიური მომხმარებლის 5% -ს დენი არ მიეწოდება", - ამბობს "ენერგო-პროჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრის პრესამსახურის წარმომადგენელი თეონა გეგუჩაძე.

რაც შეეხება, თერჯოლის მოსახლეობას, მუნიციპალიტეტში განმარატვენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფი გაგზავნილია.

ქუთაისში, მოსახლეობას ბუნებრივი აირი მეორე დღეა შეზღუდულად მიეწოდება. "სოკარ ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ ძლიერმა ყინვებმა გაზის მილები დააზიანა, რაზედაც ამდრომდე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.

kutaisipost.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×