რეზონანსი
13.02.2020

(რეზონანსი) თვითონ აცხადებს, რომ ეს იყო ლუდი, მე ლუდი წავისვიო, - ამის შესახებ მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ, მის საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ განაცხადა.

თემურ აბაზოვის ინფორმაციით, დაზარალებული მასზე განაწყენებული იყო, ვინაიდან სამსახურის თხოვნაზე უარი მიიღო. მისივე თქმით, შესაძლოა, ამით ვინმემ ისარგებლა და ეს კადრები დადგა.

„130-მდე მოწმე იქნა დაკითხული და არც ერთი მათგანი არ ამბობს, რომ მე რაიმე ტიპის დანაშაული მქონდა ჩადენილი. მხოლოდ ერთადერთი მოწმე აცხადებდა, რომ ვიყავი დამნაშავე და დარჩა ბოლომდე ერთადერთად რომელიც, მოვიდა სამსახური მთხოვა, არც ენა არ იცოდა არც დიპლომი ჰქონდა. სამსახურის გაცემა კი კონკურსით ხდება, უარი ვუთხარი და იყო განაწყენებული. შესაძლოა, ვინმემ გამოიყენა მისი განაწყენება და დადგეს ასეთი კადრები. ვისთან ერთად იყო, ვინ გააკეთებინა, ან გააკეთებინა თუ არა, ეს მე არ ვიცი. მე ვარ უდანაშაულო და ვარ მსხვერპლი, ჩემს არასრულწლოვან შვილებთან ერთად," - განაცხადა თემურ აბაზოვმა.

მარნეულის ყოფილმა მერმა მის და ბიძინა ივანიშვილის ნაცნობობაზეც ისაუბრა.

„არ შეიძლება ნებისმიერ თემას ყველა აკავშირებდეს ბიძინა ივანიშვილთან, გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი თუ სიუჟეტში არ არის ნათქვამი ამას ეფექტი არ აქვს, არ შეიძლება ადამიანი რომელსაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი დაისაჯოს ვინაიდან ვინმეს იცნობს.

თვითონ აცხადებს, რომ ეს იყო ლუდი, მე ლუდი წავისვიო. მეორე დღეს, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ, იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სახეზე შარდის ნიმუში არ აღმოჩენილა, ჩემი ხმის ნიმუში აიღეს და ვიდეოს არ დაემთხვა, ჩემი თითის ანაბეჭდი არ აღმოჩენილა და არავინ არ ადასტურებს, რომ მე იქ ვიყავი. როგორ შეიძლება ამის შემდეგ უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს, მოსამართლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და მე ამას მივესალმები," - განაცხადა თემურ აბაზოვმა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. აბაზოვს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ედებოდა. თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×