რეზონანსი
13.02.2020

ქობულეთში, რეკრეაციულ ზონაში ასწლოვანი ფიჭვები გაჩეხეს. ოპოზიციის ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც ხეების გაჩეხვა მოხდა, 2017 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის, ზურაბ პატარიძის მიერ კომპანია "კრისტალ ბილდინგს" გადაეცა.

იქ, სადაც 240 მილიონი ლარის ინვესტიციით მრავალპროფილური სასტუმრო უნდა აშენებულიყო, კომპანიას ნაკისრი ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია.

ოპოზიციის განმარტებით, ამის მიუხედავად, ფირმამ აღნიშნულ ტერიტორიაზე უნებართვოდ 50-მდე ასწლოვანი ფიჭვის მოჭრა. ოპოზიციამ მომხდართან დაკავშირებით გეგმავს შესაბამის ორგანოებს მიმართოს.

წყარო: "რუსთავი2"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×