რეზონანსი
13.02.2020

ნიგერიაში, ქორწილის დროს არც ერთ სტუმარს შეუმჩნევია საეჭვო ფაქტი, თუმცა ის ძაღლმა აღმოაჩინა. რის გამოც ახლა მას გმირს უწოდებენ.

წვეულების დროს ხალხს ახალგაზრდა ქალი მოუახლოვდა. ის კაბის ქვეშ იმ ბომბს მალავდა, რომელიც სტუმრებთან შერევის მერე, ხალხში უნდა აეფეთქებინა.

საბედნიეროდ, ერთ-ერთი სტუმრის ძაღლმა მოსალოდნელი უბედურება იგრძნო. ის ქალს თავს დაესხა.

ძაღლის თავდასხმით შეყოვნებულ თვოთმკვლელ-ტერორისტზე მიმაგრებული ბომბი მანამ აფეთქდა, სანამ ის ხალხს შეერეოდა, ამიტომ ადამიანებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა. ტერიტორისტი და გმირი ძაღლი დაიღუპნენ.

წყარო: "პრაიმტაიმი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×