რეზონანსი
14.02.2020

(რეზონანსი) ჩრდილოეთ კორეაში ჩინოვნიკი საზოგადოებრივი აბაზანის სტუმრობის შემდეგ დააპატიმრეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს. ამის ინფორმაციას DailyMail ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეელი ჩინოვნიკი, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა. მან დაარღვია საკარტანტინო წესები და საზოგადოებრივ აბანოს ესტუმრა, რის გამოც მას უკიდურესი სასჯელი მიუსაჯეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინოვნიკი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დახვრიტეს, ჩინეთში ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან ერთად იმყოფებოდა.

ამასთან, ჩრდილოეთ კორეას ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები ჯერ არ დაუდასტურებია.

ბოლო მონაცმებით, მომაკვდინებელი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 65 000-მდე ადამიანს მიაღწია, 1380 კი უკვე გარდაიცვალა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გიორგი.   (14.02.2020)
მაგარი შედარებაა, ივანას რუსეთი და ევროპული საქართველო. ივანას რუსეთი, ტერიტორიულად რომელია და ევროპული საქართველო, ალბათ 70% თურქებით დასახლებული აჭარა?

Mster   (14.02.2020)
გაუქმეთ სავიზო რეჟიმი.ყველა ქართველი საქაერთველოში.გაუქმეთ სავიზო რეჟიმი.... მარტო ასე თუ მოუგებთ ივანიშვილს და რუსებს...დაბრუნდნენ ქართველები და გადაწყვიტონ არჩევნებით, ივანას რუსეთში უნდათ ცხოვრება თუ ევროპულ საქართველოში. პარტის ხემძღვანელობავ სთხოვეთ ევრო კავშირს გაუქმონ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან.მიღეთ თქვენ პირველი დარტყმა(ხალხის განრისხების) მაგრამ ამით გადაარჩენთ საქართველოს გარუსებისაგან.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×