რეზონანსი
14.02.2020

ქარ­თველ ექი­მებს, არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მა­ში, კი­დევ ერთი პა­ცი­ენ­ტი ადა­ნა­შა­უ­ლებს. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გი­ორ­გი ბო­ბო­ხი­ძე აცხა­დებს, რომ ურო­ლოგ­მა და ონ­კო­ლოგ­მა ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი ისე და­უ­ნიშ­ნა, რომ მის ორ­გა­ნიზ­მში არც სიმ­სივ­ნე და არც მე­ტას­ტა­ზი არ იყო. გი­ორ­გი ბო­ბო­ხი­ძემ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის სამი კურ­სი ჩა­ი­ტა­რა (15 გა­დას­ხმა), რის შემ­დე­გაც სამ­კურ­ნა­ლოდ საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. საფ­რან­გე­თის წამ­ყვა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის ექი­მებ­მა სა­ჭი­რო გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ უთხრეს, რომ იგი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო.

„თა­ვი­დან ტკი­ვილ­მა შე­მა­წუ­ხა და ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ურო­ლოგ­თან მი­ვე­დი. იქ მი­თხრეს, სას­წრა­ფოდ სა­ო­პე­რა­ციო ხარო და გა­მიშ­ვეს თბი­ლის­ში. თბი­ლის­შიც იგი­ვე პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღე, რომ მქონ­და სა­თეს­ლე ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნე და სა­ო­პე­რა­ციო ვი­ყა­ვი. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი დი­აგ­ნოზს არ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. და­მი­ნიშ­ნეს ქი­მი­ო­თე­რა­პია და სამი კურ­სი ჩა­ვი­ტა­რე - სა­ერ­თო ჯამ­ში, 15 გა­დას­ხმა. ძა­ლი­ან მძი­მედ იმოქ­მე­და, დავ­სივ­დი მთლი­ა­ნად, თმე­ბი და წარ­ბე­ბი დამ­ცვივ­და და ა.შ. სამი კურ­სის შემ­დეგ მი­თხრეს, რომ სიმ­სივ­ნე შემ­ცი­რე­ბუ­ლია ზო­მა­შიო და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბიც მომ­ცეს.

"დე­დე­ბის ფონ­დის" დახ­მა­რე­ბით, საფ­რან­გეთ­ში გა­ვემ­გზავ­რეთ და იქ ორ სხვა­დას­ხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წამ­ყვან­მა ექი­მებ­მა შე­მა­მოწ­მეს, ჩა­მი­ტა­რეს ყვე­ლა სა­ჭი­რო კვლე­ვა და მი­თხრეს, რომ არა­ნა­ი­რი სიმ­სივ­ნის კვა­ლი არ ფიქ­სირ­დე­ბო­და ჩემს ორ­გა­ნიზ­მში, რომ ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვიცი გამ­ხა­რე­ბო­და თუ არა. რომ გა­ვი­გე, თურ­მე, სიმ­სივ­ნე არ მქონ­და შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, არ ვი­ცო­დი რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რა მეგ­რძნო. გაბ­რა­ზე­ბა, სი­ხა­რუ­ლი და ყვე­ლა ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო შეგ­რძნე­ბა ერ­თდრო­უ­ლად და­მე­უფ­ლა.

ჩა­მო­ვე­დი ჩემი ახა­ლი პა­სუ­ხე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და მი­ვა­კი­თხე ჩემს ქარ­თველ მკურ­ნალ ექი­მებს, მოვ­თხო­ვე პა­სუ­ხი იმა­ზე, თუ რა­ტომ მი­კე­თებ­დნენ ქი­მი­ებს, მა­შინ რო­დე­საც სიმ­სივ­ნე არ მქონ­და. ისე­თი პა­სუ­ხე­ბი გამ­ცეს, აზრი ვერ გა­მო­ვი­ტა­ნე", - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს გი­ორ­გი ბო­ბო­ხი­ძე.

რო­გორც გი­ორ­გი ბო­ბო­ხი­ძე აცხა­დებს, სურს სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად სა­მარ­თლებ­რივ გზას მი­მარ­თოს, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტი­სა და სხვა ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვა მის ოჯახს ამ ეტაპ­ზე არ შე­უძ­ლია.

ამბები

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
მზია   (17.02.2020)
ასეთ ექიმებს უნდა მოეხსნათ ლიცენზია და აეკრძალოთ ავადმყოფთან მიახლოვებაც კი!!! კანონმდებლობაა შესაცვლელი! კანონმდებლები ასეთ საკითხებზე უნდა მსჯელობდნენ და არა ბუსუსიან პრეზერვატივებზე...

ნინა   (15.02.2020)
არ არის საჭირო ყველა ექიმის მიწასთან გასწორება.მე პირადად 8 ქიმია მქონდა დანიშნული,4 მომიხსნეს რადგან აღარ მჭირდებოდა,ხომ შეიძლებოდა გაეგრძელებინა ექიმს მე რას გავიგებდი.7თებერვალს ოპერაცია გავიკეთე და საუკეთესო შედეგი მივიღეთ.ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მკურნალ ექიმებს თამილა როინიშვილს,ფატი რევაზიშვილს.თუკი არასწორი დიაგნოზი დაგისვეს უნდა დაწერო კლინიკა და ექიმი,რადგან სხვაც არ შევიდეს შეცდომაში.

ანა   (15.02.2020)
სხვადასხვა გვერდებზე დადებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ ჯერ ოპერაცია გაუკეთდა, წარმონაქმნი იქნა ამოღებული და შემდეგ ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა. სავსებით შესაძლებელია ამ მკურნალობის ფონზე, როდესაც საფრანგეთში გაემგზავრა ჩატარებულ კვლევებზე არ გამოჩენილიყო არაფერი და საფრანგეთში მისთვის იმ მომენტში არსებული დიაგნოზი მიეცათ, რაც რათქმაუნდა არ გამორიცხავს იმას, რომ წარსულშიც არ ქონოდა მას სიმსივნე. ამის გადამოწმებაც რათქმაუნდა შესაძლებელია, საოპერაციო მასალის ბლოკები თუ იქნა საფრანგეთში გადამოწმებული მორფოლოგიური კვლევით და თუ არსებობს შესაბამისი დასკვნები? დიაგნოზი სხვადასხვა კვლევებით ისმევა და მკურნალობა საერთაშორისო გაიდლაინებით ხდება შემდეგ. ამიტომ ძალიან ადვილად შეიძლება ამ ყველაფრის შესწავლა. რაც შეეხება ფულის არ ქონას, რომ ადვოკატი აიყვანოს, შეუძლია მიმართოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, რომელიც სრულიად უფასოდ შეისწავლის ამ საკითხს და დადებს დასკვნას. ასე გადაუმოწმებლად იფორმაციების დადება და ექიმების და კლინიკების ლანძღვა უნდა დამთავრდეს.

მართა   (14.02.2020)
იქნებ დაწეროთ ის სავარდმყოფო სადაც დაგისვეს დიაგნოზი რომ სხვაც არ მოტყუვდეს

Мари   (14.02.2020)
Caidan moatriet amdeni debili ekimi,avcebt lamazad ashenebyli cavadmkopoebc,gaynatleblebit, kai praktikac migeben cxvic cicocxlic pacad.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×