რეზონანსი
18.02.2020

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატები ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი არიან სასოწარკვეთილი „ნაციონალი" დიასახლისები. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არსებობს „სასოწარკვეთილი დიასახლისები", ესენი არიან სასოწარკვეთილი „ნაციონალი" დიასახლისები, რომლებიც უკვე მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წინა ტოქსიკური შეტევის მერე რამე უარესს და უფრო მდაბიოს თუ მოიფიქრებდნენ, ძნელად წარმოსადგენილი იყო, თუმცა ესეც მოახერხეს", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც ხელით და გულით დაატარებენ საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰიმნს, არ არის საქართველოს პარლამენტში.

„ნაციონალური მოძრაობა" არის საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთი საქართველოში თავისი ღირებულებებით და ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა. ელენე ხოშტარია დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი. განათლება აქვს მოსკოვში მიღებული და ის ემსახურებოდა 9 წლის განმავლობაში სულით და გულით რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს უკვე საქართველოში და აგრძელებს ამ საქმეში ყოფნას მომდევნო 7 წლის განმავლობაში. ეს მათი ძალისხმება იქნება წარუმატებელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
სიმართლე   (18.02.2020)
ამ არარაობას რომ ვუსმენ გული მერევა და ფურთხება მინდება!!ვაღიარებ ჩემს შეგრძნებებს,მაგამ ნამდვილად ასეა!!!

xundadzes davajvi   (18.02.2020)
sasocarkvetili dedaheni unda ikos henistana klis mcoveli ro daagdo trakidan pidarasto


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×