რეზონანსი
18.02.2020

ოკუპირებულ ცხინვალში პროდუქტების დეფიციტია. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი" იუწყება, რომ უკვე ერთი კვირაა რუსეთიდან ოკუპირებულ რეგიონში სასაქონლო ტვირთებს არ ატარებენ.

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და პრობლემის გადაწყვეტის გზებს ეძებს.

ამავდროულად კი, ცხინვალის სავაჭრო ცენტრები პროდუქტებისგან ცარიელდება და ცალკეულ პროდუქტებზე დეფიციტია, განსაკუთრებით რძისა და ბავშვთა კვების პროდუქტები. მოსახლეობამ ჯერ კიდევ დარჩენილი რძე, კვერცხი და ბავშვთა კვების პროდუქტების მომარაგება დაიწყო.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×