რეზონანსი
20.02.2020

„ზუსტად 6 წელი და 9 თვე ვიყავი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში, კმაყოფილი  არ იმით, რომ არ წავედი კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა ჩემი საკუთარი თავის წინაშე“, - ეს არის პირველი სიტყვები, რომელიც ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა. 

მან მადლობა გადაუხადა ყველა მხარდაჭერს და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით მიეცა რწმენა, რომ იბრძოლებს ხელისუფლების შესაცვლელად. 

„იმისათვის, რომ ეს რეჟიმი დღესვე ჩამოცილდეს. გაძლევთ გარანტიას, რომ 1 წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი, რომ ქვეყანა წავიდეს წინ, გაქრეს უიმედობა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, პენსიონერებს კი ღირსეული პენსია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარი გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება. ვინც ამ ციხეშია, ყველა არის პოლიტპატიმარი“, - განაცხადა მერაბიშვილმა. 

მან მიმართა პოლიციელებს და პირობა მისცა, რომ მათ მიმართ ნდობა აღდგება და პოლიციელების მთავარი მიზანი გახდება არა ერთი კაცის და ერთი პარტიის მსახური, არამედ ქვეყნის სამსახური. მერაბიშვილი მოხარულია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია არის ერთიანი, თუმცა შეკითხვას, რომელი პარტიიდან აპირებს ბრძოლას, ამაზე ვანო მერაბიშვილმა თავი შეიკავა.

როგორც ვანო მერაბიშვილი აცხადებს, ის წუხს, რომ მისი ახლო მეგობრები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაში არიან, ამიტომ აპირებს, ყველა მათგანს შეხვდეს და მხოლოდ ამის მერე მიიღოს გადაწყვეტილება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
%7%   (20.02.2020)
ამის ბლუყუნა კარგებს შევეცი.რა ყლეც იყო,იგივე დარჩა!!!

არაფერი სიმართლის გარდა!   (20.02.2020)
ჯერ არ გამოსულა და ფართოდ აპირებს ციხის კარების გაღებას! ხალხს აღარ "სძინვთ!

---------   (20.02.2020)
ძალიან გამიხარდება ამ უწიგნურ ხროვას სანაგვეზე თუ გაუშვებთ

Skvincha   (20.02.2020)
ვანიჩკა, ორი გვამის მერე რო ამდენს საუბრობ - მაგიტოა ბიძო არაკაცი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×