რეზონანსი
21.02.2020

(რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

მიხეილ კალანდია და აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე ვინმეს მოსაკლავად არავინ მისულა.

ამასთან მისი თქმით, ტრაგედია, პოლიტიკურად ანგაჟირებული არ უნდა იყოს.

„მომავალი იურისტი ვარ. რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, იურისტი რომ გავხდები ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. რადგან მედიასთან არ ვიდექით და არ ვაქტიურობდით, ბევრმა ამით ცუდად ისარგებლა. ჩვენ გარდაცვლილების სულებს ვცემდით პატივს. ის მტკიცებულებები, რომლითაც მედავებიან, 2018 წლის ზაფხულიდან აქვთ. თუ 2018 წელს ეს მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, ერთი წლის შემდეგ, როცა მე მაკავებენ, როგორ აკმაყოფილებს? შემთხვევის ადგილზე მოსაკლავად არავინ მისულა. აბიტურიენტი ვიყავი, კონფლიქტის ადგილზე ჩანთით მივედი. გამოვნახეთ საერთო ნაცნობი, მოვგვარდით იმაზე, რომ უნდა შევრიგებულიყავით. იქ არ ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ ვინმეს დაჭრაზე ეფიქრა. სამწუხაროდ, დავით სარალიძემ დაძაბა ვითარება. საპირფარეშოს ინციდენტის შემდეგ, სარალიძემ დასვა არასწორი კითხვები და ამიტომ დაიძაბა ვითარება მასსა და გიორგი ჯანაშიას შორის. მე იქ ჯანაშიას დასახმარებლად ვიყავი. ჯანაშია ფართხალებდა და მე ვცდილობდი, სარალიძე მისგან მომეშორებინა, მაგრამ არა ტარით ან რაიმეთი. მე ვცდილობდი, სარალიძე ჩემზე წამოსულიყო და არა ჯანაშიაზე, მაგრამ ვერ მოვახერხე. ეს ამბავი არასოდეს დამავიწყდება. მთელი ცხოვრება მემახსოვრება და შავ ლაქადაც გამყვება", - განაცხადა მიხეილ კალანდიამ.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×