რეზონანსი
21.02.2020

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ორმხრივი შეხვედრების დროს კოლეგებს ვთხოვეთ, რომ მოწოდება და დაგმობა ძალიან მისასალმებელია, თუმცა აუცილებელია კონკრეტულ ქმედებებზეც ვისაუბროთ, იქნება ეს სანქციები თუ სხვა ფორმა, მაგრამ აუცილებელია რუსეთმა პასუხი აგოს იმ ქმედებებისთვის, რომელიც ოქტომბერში განხორციელდა კიბერშეტევის სახით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

„რუსეთის მხრიდან კიბერშეტევა საქართველოზე და სხვა ქვეყნებზე არავის უკვირს. დღეს და გუშინ ვსაუბრობდით ამ საკითხზე კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრების დროს. ვთხოვეთ, რომ მოწოდება და დაგმობა ძალიან მისასალმებელია, მნიშვნელოვანია საქართველოს გვერდით დგომა, თუმცა აუცილებელია კონკრეტულ ქმედებებზეც ვისაუბროთ, იქნება ეს სანქციები თუ სხვა ფორმა, მაგრამ აუცილებელია რუსეთმა პასუხი აგოს იმ ქმედებებისთვის, რომელიც ოქტომბერში განხორციელდა კიბერშეტების სახით. თუ რუსეთმა პასუხი არ აგო, ამას ანალოგიური ქმედებები სხვა ქვეყნებშიც გამეორდება. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მკაცრი რეაგირებაა საჭირო", - განაცხადა კუჭავამ.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ამ ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 20 თებერვალს განაცხადეს.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (23.02.2020)
რუსეთი არ განიცდის მათ დაგმობას. არც სირცხვილი აწუხებს და არც სანქციები აშინებს. გამოუტანეს განაჩენი --გამოძევებული ქართველებისათვის კომპესაცია რამოდენიმე ათასი დოლარის გადახდა --შეასრულა? ჩვენი სივრცე უკეთ უნდა დავიცვათ, ნიჭიერი კიბერნეტიკოსები მოვიშველიოთ. გოდება იმის გამო, რომ მ ტ ე რ ი გვმტრობს--ჩვენი სისუსტის მაჩვენებელია! მტრისგან მტრობა მოსალოდნელია. შეუვალი ზღუდე უნდა დაახვედრო მტერს!

ეორლეონე   (22.02.2020)
გაჩუმდი თორემ ხიხო ყურებს დაგაგლეჯს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×