რეზონანსი
22.02.2020

„ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

სტუმრებმა პატრიარქს მთაში მცხოვრებთა სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ მისი ლოცვა-კურთხევით გაერთიანებულ სათემო და საგვარეულო კავშირებს დიდი წვლილი შეაქვთ ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და სულიერების აღორძინებაში.

კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ მთას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხალხი დაბრუნდეს სოფლებში.

მან დალოცა სტუმრები და იმედი გამოთქვა, რომ სირთულეების მიუხედავად გაძლიერდება მთა და ჩვენი ქვეყანა.

"ღმერთი გვიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას, რომ გავუძლოთ. მე მადლობელი ვარ, რასაც თქვენ აკეთებთ მთაში. მთა ძლიერია, მთა ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ბევრს აკეთებს. ძალა მოგცეთ მამაზეციერმა", - აღნიშნა პატრიარქმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
აღდეგინ ღმერთო, განიბნეს მტერი.   (23.02.2020)
თმა და ულვაში რა მოდაზე აქვს ნაკრეჭი სპა სალონში ალბად.იოანე პეტრიწი ,ქართველი ათონელი ბერები- -სულმნათნი- და ფეხშიშველი თამარი,უწაღოდ დასისხლიანებული ფეხებით- ქართველთ ჯარს წინ რომ უძღოდა და სულმნათი დავითი- გულზე ფეხი დამადგითო ამ კარიბჭეში შემოსულმა თვითეეულმა ქართბელმაო, ალბათ საფლავებში ტრიალდებიან- გაფამთიელთა ვითომ სემინარიებში " ნასწავლ ,გამობრძმედილ ქართველთ სსულიერ წინამძღვართა " ,იმ ქვეყნიდან შემყურენი....

გოკა   (22.02.2020)
ბებერი მაფიოზი გადაჭამეს ამ ველურებმა ქვეყანა

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×