რეზონანსი
24.02.2020

კორონავისრუსის გამო იტალიაში პანიკაა, ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ. როგორც "მთავარს" საქართველოს მოქალაქე უყვება, აფთიაქებში პირბადეები არ არის. მოსახლეობა გარეთ გასვლას ერიდება და ვინც გადის ისინი ჰიგიენას იცავენ.

იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, თამუნა თაბუკაშვილი წერს:

“ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა და დიდი ხმაურით – იტალიას მომაკვდინებელი ვირუსი მოადგა…

შემოაბიჯა მცოცავმა სიკვდილმა და ჩრდილოეთიდან დაიწყო, მისიის შესრულება…

არ ვშფოთავ, არ მეშინია – თითქოს ქართველები ჯავშანით ვიყოთ დაბადებულები და სინამდვილეში კი, ღმერთის იმედით ვუყურებ – შიშით წარმოთქმულ “კორონა ვირუსს”…

ბლოკადა იზრდება და მოსახლეობამ სურსათის შეგროვება დაიწყო – ეს უკვე ომს ჰგავს – სიკვდილი და სიცოცხლე იბრძვიან, უფრონტო ხაზზე!"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×