რეზონანსი
24.02.2020

ქუთაისში, მოსახლეობის ნაწილს რამდენიმე დღეა სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ამის გამო საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის წყლის ყიდვა უწევთ.

„ტალახიანი წყალი მოდის, ისე მაინც ხომ უნდა გაგვაფრთხილოს კომპანიამ რამდენი ხანი გასტანს, ამას ჰქვია უპასუხისმგებლობა", - აცხადებენ ადგილობრივები.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარატავენ, რომ წყლის ამღვრევა ქალაქის 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადასვლით არის გამოწვეული და პრობლემის დღის ბოლომდე აღმოფხვრის პირობას დებენ. მოსახლეობას კი ურჩევენ, რომ ონკანი მოუშვან და ბინძურ წყალს გადინებაში დაეხმარონ.

წყარო: „ალია“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×