რეზონანსი
25.02.2020

ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც გუშინ ბათუმი-თბილისის მატარებლიდან ინფექციურ საავადმყოფიში გადაიყვანეს, კლინიკიდან უკვე გაწერს. ცოლ-ქმარს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა. მათ გრიპის სეზონური ვირუსიც კი არ დაუდასტურდათ.

როგორც ჟურნალისტებს საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა, ჩინეთის მოქალაქეებს არც ტემპერატურა, არც ხველა და არც სუნთქვის გაძნელება უფიქსირდებოდათ.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, სულ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ოთხი პაციენტი რჩება. აქედან ორი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი - ირანის. ეზუგბაიას ინფორმაციით, სავარაუდოდ, მათაც დღეს გაწერენ, რადგან ახალ კორონავირუსზე ეჭვი არ არსებობს, თუმცა ლაბორატორიულად დამოწმებული პასუხი საღამოს გახდება ცნობილი.

წყარო: „რეპორტ.ჯი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×