რეზონანსი
25.02.2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მცხოვრებლებმა დღეს პროტესტის ნიშნად წითელი ხიდისკენ მიმავალი ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე ორი წელია, სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება და ასევე, სოფელს არ აქვს ბუნებრივი გაზი.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი რამდენჯერმე იყვნენ მარნეულის მერიაში, სადაც პრობლემის მოგვარებაზე დაპირებები მიიღეს, თუმცა არ შესრულებულა.

აქციის გამო წითელი ხიდისკენ მიმავალ გზაზე საცობია, ძირითადად შეფერხებულია სატვირთო ავტომობილების გადაადგილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×